Belive

საუკეთესო გერმანელი - მანუელ ნოიერის მორიგი აღიარება 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრების 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 34 წლის გოლკიპერმა ხმათა 57.8% მიიღო და თითქმის ოთხჯერ აჯობა მეორეადგილოსან სერჟ გნაბრის, რომელსაც მხარი გამოკითხულთა 15%-მა დაუჭირა. სამაგიეროდ, მიუხენის "ბაიერნის" და ბუნდესნაკრების 24 წლის შემტევმა ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის წლის საუკეთესო გოლის ავტორის წოდება დაიმსახურა. 25 წლის ფეხბურთელის მიერ შვედეთის ნაკრების კარში გატანილი გოლი საუკეთესოდ აღიარეს.

34 წლის მეკარე ეროვნულ გუნდში საუკეთესოდ კარიერაში პირველად დაასახელეს. მის აქტივში ეროვნულ გუნდში ჩატარებული 96 მატჩია, საიდანაც მან კარი მშრალად 41-ჯერ შეინახა. 2014 წელს, ნოიერმა ნაკრებთან ერთად, ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები