2021 წლის ჩემპიონთა ლიგის პირველი სათამაშო კვირის გმირებად თანამედროვე ფეხბურთის ორი ამომავალი ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე იქცნენ. ალბათ სიმბოლურია, რომ ნორვეგიელმა "სევილიას" კარში შესრულებული დუბლით, ხოლო ფრანგმა "ბარსელონასთან" გაფორმებული ჰეთ-თრიქით ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუ დაჩრდილეს, რომლებმაც ამავე კვირში ითამაშეს, თუმცა ღირებული არაფერი
შეუქმნიათ...
ნათელია, რომ უახლოესი ათლწეულის და იქნებ კიდევ უფრო მეტი ხნის განმავლობაში, მსოფლიო ფეხბურთის ახალი თაობის ორი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სწორედ ზემოთხსენებული ორი ტალანტი იქნება. ფეხბურთის მილიონობით გულშემატკივარი მათ ოქროს ბურთის მოგებასაც უქადის.
მართლაც, საინტერესოა, დიდებული ეპოქის დასრულებისა და პორტუგალიელი და არგენტინელი სუპერვარსკვლავების კულისებში გადანაცვლების შემდეგ, რომელი ფეხბურთელები დაიპყრობენ სცენას.
ბრიტანულმა გამოცემა Givemesport-მა საამისოდ გამოკითხვა ჩაატარა და ყველაზე ნიჭიერი 41 ახალგაზრდა ფეხბურთელის ოქროს ბურთის მოგების შანსები შეაფასა და ისინი სასწაულის იმედად მყოფებიდან თითქმის გარდაუვალამდე ჯგუფებად გადაანაწილა.
ტალანტები, რომელთაც ოქროს ბურთის მოსაგებად სასწაული სჭირდებათ: