საუკეთესო ჰოლანდის შემდეგ - რაიან შერკის ბრწყინვალე სტატისტიკა
მანჩესტერ სიტის 22 წლის შემტევი ნახევარმცველი, რაიან შერკი მასზე გაცემულ ავანსებს ამართლებს. 2025/26 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ მატჩებში შერკიმ 29 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც ქალაქელების რიგებში, ჰოლანდის შემდეგ მეორე საუკეთესო შედეგია.
შერკიმ მიმდინარე სეზონში 9 გოლი გაიტანა და თანაგუნდელები 10 საგოლე გადაცემით მოამარაგა. რაც შეეხება ჰოლანდს, მის ანგარიშზე 32 საგოლე ქმედებაა.
19 - Rayan Cherki a été impliqué dans 19 buts avec Manchester City toutes compétitions confondues (9 buts, 10 assists), seul Erling Haaland (32) fait mieux avec un club de Premier League cette saison. Superstar. pic.twitter.com/Hza6kB60QB
— OptaJean (@OptaJean) February 1, 2026
მანჩესტერ სიტიმ რაიან შერკი 2025 წლის 10 ივნისს, 36.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, რომელსაც ბონუსების სახით 6 მილიონი დაემატება.