Belive

"საუდის ლიგა იმაზე მაღლა დგას ვიდრე ხალხს ჰგონია" - რომელუ ლუკაკუ

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რომელუ ლუკაკუს კარიერა ევროპაში ბოლო წუთებს ითვლის. უკვე საკმაო ხანია, რაც ბელგიელის მომავალი საუდის არაბეთს უკავშირდება. აღმოსავლური კლუბები მის გადაბირებას არაერთხელ ეცადნენ, თუმცა, ამ ეტაპზე რომელუ კვლავ ევროპაში რჩება. თუ მის მიერ გავრცელებული განცხადებებით ვიმსჯელებთ 31 წლის თავდამსხმელი საუდის არაბეთში თამაშზე გულგრილად განწყობილი არ არის.

საუდის არაბეთი ჩემს განვითარებას ხელს არ შეუშლის. იქ დონე მხოლოდ იზრდება. სათამაშო დონე იქ იმაზე მაღალი ვიდრე ხალხი ფიქრობს. უფრო და უფრო მეტ ფეხბურთელს გაუჩნდება სურვილი, რომ საუდის არაბეთში ითამაშოს. ამის შესახებ ყველა მთავარმა ევროპულმა კლუბმა იცის: 'საუდის არაბეთი მოდის.' - განაცხადა რომელუ ლუკაკუმ

გასული სეზონი რომელუ ლუკაკუმ "რომაში" გაატარა. რომაულ კლუბში ბელგიელმა ფორვარდმა 47 მატჩი ჩაატარა და თავი 21 გოლით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუ მოახლოვებულ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ბელგიის ნაკრები E ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები რუმინეთი, სლოვაკეთი და უკრაინა იქნებიან.

სხვა სტატიები