საუდის არაბეთის ჩემპიონატში ევროპელი მსაჯების გადმობირებას გეგმავენ
Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუდის არაბეთში მათი საფეხბურთო ლიგის განვითარების შემდეგ ეტაპად მსაჯების გადმობირებას გეგმავენ. არაბული ფეხბურთის მესვეურები არბიტრებს პრემიერ ლიგიდან და სხვა საუკეთესო ჩემპიონატებიდან შეარჩევენ.
აღსანიშნავია, რომ საუდი პრო ლიგაში გამორჩეული მატჩებისთვის აქამდეც მოუწვევიათ მთავარი მსაჯები. თუმცა, ახლა იგეგმება, რომ არბიტრებს მრავალსეზონიანი კონტრაქტები შესთავაზონ. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის მსაჯს მნიშვნელოვანი მატჩის განსჯისას £120,000-დან 300,000 ფუნტამდე შეუძლია გამოიმუშაოს, საუდის არაბეთში ირწმუნებიან, რომ მათ ბევრად დიდი თანხის გადახდა შეუძლიათ.
🚨 Saudi Arabia are looking to recruit leading referees from the Premier League and across Europe on a full-time basis.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) September 28, 2023
(Source: @TimesSport) pic.twitter.com/7pdelKQmZU