Belive

საუდის არაბეთიდან დე ბრუინის მიმართ ინტერესი განახლდა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდია შანსი, რომ დე ბრუინი მომავალ ზაფხულს საუდის არაბეთში გადავიდეს.

რუდი გალეტის თქმით, საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა "მანჩესტერ სიტის" ბელგიელი ნახევარმცველის მიმართ ინტერესი განაახლა. აღსანიშნავია, რომ ზაფხულში არაბული მხარესთვის კევინის გადმობირება პრიორიტეტული იქნება.

კევინს "ქალაქელებთან" მიმდინარე კონტრაქტი 2025 წელს ეწურება. გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერში კრიშტიანუ რონალდუს კლუბმა "ალ-ნასრმა" მის გადმოსაბირებლად არაფერი დაიშურა, თუმცა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინმა პრემიერ ლიგის სეზონის სტარტზე მძიმე ტრავმა მიიღო და ამ დრომდე არ უთამაშია. დიდი ალბათობით, პეპ გვარდიოლა ბელგიელს საქმეში FA თასზე "ჰადერსფილდის" წინააღმდეგ დააბრუნებს. აღნიშნული მატჩი 7 იანვარს 18:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები