'Yahoo Sports' კვარაზე - "ის შესაძლოა პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს"
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,არსენალი'' სტუმრად 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი მატჩის მე-4 წუთზე უსმან დემბელემ, ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემით გაიტანა და ფრანგულმა გრანდმა ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე მატჩს მსოფლიო მედიაში საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა, ამის ერთ-ერთი მაგალითი კი "Yahoo Sports"-ის ანალიტიკური სტატიაა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზე საქებარ სიტყვებს წერენ.
"ქართველი სუპერვარსკვლავი ფრანგულ გრანდს იანვარში „ნაპოლიდან“ შეუერთდა და ლუის ენრიკეს გუნდში მარტივად ადაპტირდა.
ყველას აჩვენა, რომ, ის მალე, შესაძლოა პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.
მისი დღევანდელი საგოლე გადაცემა ამის კიდევ ერთი დასტური იყო, როდესაც მან დრიბლინგითა და ბრწყინვალე მოძრაობებით გაუსწრო ტიმბერს, რის შემდეგაც ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა უსმან დემბელეს და ეს გოლი მატჩის მომგები აღმოჩნდა.
მას კვარადონას არასწორად და დაუმსახურებლად არ ეძახიან"
- ვკითხულობთ "Yahoo Sports"-ის სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია "პსჟ"-ს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა, რა პერიოდშიც 22 მატჩის ჩატარება შეძლო, დღევანდელი საგოლე გადაცემა კი მისთვის, პარიზული კლუბის მაისურით მე-10 აღმოჩნდა.