Belive

სატრანსფერო სეზონის შეჯამება: ტოპ 5 გამარჯვებული და დამარცხებული გუნდი

4 წლის წინ ფეხბურთი
10 წთ
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი დასრულებულია. გასული თვეების განმავლობაში, არაერთი ცხელი და სენსაციური ტრანსფერი განხორციელდა, თუმცა ამ სტატიაში ტოპ ტრანსფერებს ნაცვლად, გამოვყოფთ იმ გუნდებს, რომლებმაც ყველაზე დიდი სარგებელი მიიღეს, ან მეორე მხრივ, შემადგენლობის გაძლიერება ვერ მოახერხეს.

გამარჯვებულები


5. მანჩესტერ სიტი

No description available.
"მანჩესტერ სიტის" განსაკუთრებით არ უაქტიურია, თუმცა გუნდს, რომელმაც პრემიერ ლიგის გასულ ორ სეზონში 100 და 98 ქულა დააგროვა, გარკვეული გადახალისება მაინც სჭირდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ბენჯამინ მენდი ტრავმებისადმი მიდრეკილია, "სიტიმ" "პსვ"-დან ესპანელი მარცხენა მცველი, ანხელინიო შეიძინა (€12 მლნ.). რაც შეეხება მარჯვენა ფლანგს, "სიტიმ" ძალიან მომგებიანი ბარტერი განახორციელა და "იუვენტუსს" ჟოაო კანსელუს სანაცვლოდ €65 მილიონი და ბრაზილიელი დანილო შესთავაზა. ასევე, გუნდს სოლიდური თანხის სანაცვლოდ დაემატა ნიჭიერი 23 წლის ნახევარმცველი როდრიგო (€70 მლნ.), რომელიც ფერნანდინიოს შემცვლელად მოიაზრება. პედრო პოროს, ზაკ სტეფენისა და რიოტარო მეშინოს ტრანსფერებს სავარაუდოდ ნაკლები ყურადრება უნდა მივაქციოთ - ერთი სიტყვით, "სიტიმ" განვლილი ზაფხული ნაყოფიერად გამოიყენა, რაშიც დიდი წვლილი გუნდის სპორტულ დირექტორს, ჩიკი ბეგირისტაინს მიუძღვის.

4. დორტმუნდის ბორუსია

No description available.
დორტმუნდის "ბორუსიას" ამოცანა მარტივად გამოსაცნობი იყო: გუნდი უნდა გაძლიერებულიყო იმდენად, რომ 2019/20 წლების სეზონის ბუნდესლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "ბაიერნისთვის" სათანადო კონკურენცია გაეწია. გუნდმა რამდენიმე კარგი ფეხბურთელი შეიძინა - იულიან ბრანდტი (€25 მლნ.) და ტორგან აზარი (€25 მლნ.) გუნდის შემტევით პოტენციალს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ. ამასთან, გუნდს დაუბრუნდა "უძღები შვილი," მატს ჰუმელსი, რომელიც მანუელ აკანჯის შეუწყვილდება და დაცვას უფრო გაუვალს გახდის. გასული წლის არაერთი რეკორდის ავტორი, პაკო ალკასერი, ახლა უკვე ოფიციალურად "ბორუსიას" ფეხბურთელია - მის სანაცვლოდ გერმანელებმა "ბარსელონას" €21 მილიონი გადაუხადეს, ხოლო ფეხბურთელს კი კონტრაქტი 2023 წლამდე გაუფორმეს.

3. არსენალი

No description available.
ზაფხულის დასაწყისში, გავრცელდა ინფორმაცია რომ ლონდონის "არსენალის" სატრანსფერო ბიუჯეტი სულ რაღაც £45-50 მილიონი იქნებოდა. გულშემატკივრები მორიგი არაფრის მომცემი და უღიმღამო სეზონისთვის მოემზადნენ, თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. "მეთოფეებმა" სატრანსფერო ბაზარზე ძალიან იაქტიურეს და ჯამში €150 მილიონზე მეტი დახარჯეს: "არსენალის" რიგებს ზაფხულში შეუერთდნენ ნიკოლას პეპე (€80 მლნ.), ვილიამ სალიბა (€30 მლნ.), კირან ტირნი (€27 მლნ.), დავიდ ლუიზი (€8.7 მლნ.), გაბრიელ მარტინელი (€6.7 მლნ.) და დანი სებალიოსი (იჯარის წესით). ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ "არსენალი" მიმდინარე სეზონში მინიმუმ ოთხეულში მოსახვედრად ღირსეულად იბრძოლებს.

2. ატლეტიკო

No description available.
  "ატლეტიკო" - გუნდი, რომლის სახელიც მიმდინარე ზაფხულში არაერთ ხმაურიან ტრანსფერს უკავშირდება. გუნდი ისეთმა პროფესიონალებმა დატოვეს, როგორებიც ანტუან გრიზმანი ("ბარსელონა"), დიეგო გოდინი ("ინტერი"), ლუკას ერნანდესი ("ბაიერნი"), როდრიგო ("მანჩესტერ სიტი"), ფილიპე ლუისი ("ფლამენგო"), ხუანფრანი ("სან პაულო") და სხვები არიან. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული დანაკარგი უკვე შევსებულია - დიეგო სიმეონემ გუნდის განახლება გადაწყვიტა. გრიზმანი "ატლეტიკომ" €120 მილიონად გაყიდა, €126 მილიონად კი ახალგაზრდა ტალანტი, ჟოაო ფელიქსი შეიძინა. ხუანფრანს კიერან ტრიპიერი (€22 მლნ.) ჩაანაცვლებს, ფილიპე ლუისს კი 21 წლის ბრაზილიელი ტალანტი, რენან ლოდი. ასევე, გუნდს შეუერთდნენ მარკოს ლორენტე, მარიო ერმოსო და ფელიპე, რაც საერთო ჯამში, გუნდს მნიშვნელოვნად გადაახალისებს და "ატლეტიკოს" ახალ ენერგიას შესძენს.

1. ინტერი

No description available.
 
გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ "ინტერს" ყველაზე წარმატებული სატრანსფერო პოლიტიკა ჰქონდა - მილანური გუნდი, რომელიც წლების წინ გრანდად ითვლებოდა და ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს შორის შედიოდა, ძველი დიდების დაბრუნების გზაზეა. მაისის ბოლოს, "ინტერის" მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე დაინიშნა. მან სპორტულ დირექტორთან, ბეპე მაროტასთან ერთად, გუნდის განახლებაზე დაიწყო ზრუნვა. ცნობისთვის, ბეპე მაროტა 2010-2018 წლებში "იუვენტუსის" შემადგენლობის მთავარი არქიტექტორი იყო. მიმდინარე სეზონში, "ინტერის" ცენტრალურ ხაზს გამოცდილი ურუგვაელი ფეხბურთელი, დიეგო გოდინი გაამაგრებს, რომელიც მილანელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გამოკვეთილ ფორვარდად რომელუ ლუკაკუ ითამაშებს, რომელმაც "პარი სენ-ჟერმენში" წასული მაურო იკარდი ჩაანაცვლა - ფეხბურთელი, რომელიც არაერთ სკანდალთან იყო ასოცირებული. ასევე აღსანიშნავია, რომ "ინტერმა" იჯარის წესით ალექსის სანჩესი დაიმატა. მთავარი საკითხი კი ის არის, რომ "ინტერში" თამაშისას, ჩილელი ვარსკვლავის ანაზღაურების 75%-ს კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედი" გადაიხდის - ეს საკითხი, სავარაუდოდ, ბეპე მაროტას საოცარი მოლაპარაკების უნარის დამსახურებაა.

სხვა სტატიები