Belive

ლეანდრო ტროსარი არსენალში ითამაშებს | ფეხბურთელი კონტრაქტს მალე გააფორმებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია რომლის თანახმად, ლეანდრო ტროსარი სულ მალე ლონდონის "არსენალში" ითამაშებს. როგორც რომანო წერს, "ბრაიტონსა" და "მეთოფეებს" შორის შეთანხმება მიღწეულია. პერსონალური პირობები უკვე შეთანხმებულია და "არსენალი" ბელგიელში 27 მილიონ ფუნტს გადაიხდის. ასევე ჟურნალისტის ინფრომაციაზე დაყრდნობით, ტროსარი ოფიციალურად კონტრაქტს მალე მოაწერს ხელს და სამედიცინო შემოწმებასაც ლონდონში გაივლის.

ლეანდროს ამ სეზონში "თოლიების" რიგებში 16 მატჩი აქვს ჩატარებული და აქედან 7-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.

სხვა სტატიები