პანდემიის შემდეგ საფეხბურთო სამყაროში უამრავი რამ შეიცვალა.
ამჯერად საქმე სატრანსფერო ფანჯარას ეხება. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გაიხსნება, მაგრამ "უეფამ" ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბებს ახალი ფეხბურთელის შეძენა 5 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლება.
"უეფამ" ასევე გამოსცა ბრძანება იმის შესახებ, რომ ფეხბურთელი, რომელიც კლუბმა 3 თებერვლის შემდეგ დაარეგისტრირა, ჩემპიონტა ლიგაზე გუნდს ვერ დაეხმარება.
ამის თაობაზე კლუბებმა ოფიციალური წერილი გააგზავნეს თხოვნით, რომ ამ სეზონში გამონაკლისი დაეშვათ, მაგრამ პასუხი უარყოფითი გახლდათ.