Belive

სატელევიზიო რევოლუცია: პრემიერ ლიგა მატჩების გაშუქებაში სიახლეებს გეგმავს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგა ბევრ სიახლეს გეგმავს. ახალი სეზონიდან მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიგა გაშუქების თვალსაზრისით ბევრი რამის შეცვლას აპირებს.

ბრიტანულ მედიაში სიახლეებს სატელევიზიო რევოლუციას უწოდებენ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რის შეცვლასაც ორგანიზაცია აპირებს, თამაშის გადაღების სტილია. გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა, უფრო მკვეთრი მხრიდან მატჩს თვალი ადევნონ. ასევე, ოპერატორებს გაეზრდებათ უფლებები და მათ საშუალება ექნებათ მოედანზე შევიდნენ და გოლის აღნიშვნის ეპიზოდები უფრო ახლოდან, უკეთესი რაკურსით გადაიღონ.

ამავე დროს, ფეხბურთელები ვალდებულები იქნებიან, მოედანზე გასვლიდან დაუყოვნებლივ, ჟურნალისტებს გაესაუბრონ, მატჩის მიმდინარეობის პარალელურად. ჟურნალისტებს წვდომა სტადიონის ისეთ დელიკატურ ნაწილებზე ექნებათ, როგორიც გასახდელია. ცხადია, გუნდების შიდა სამზარეულო დაცული დარჩება, მაგრამ მატჩის დაწყებამდე და შესვენებამდე კამერები გასახდელში მოხვდებიან. ტაიმებს შორის მწვრთნელებისა და ფეხბურთელების გასაუბრება კვლავ კამერებს მიღმა მოხდება.

პრემიერ ლიგის ახალი, 2024/25 წლების სეზონი 15 აგვისტოს დაიწყება. გახსნით მატჩში მოქმედი ჩემპიონი ლივერპული ბორნმუთს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები