სასამართლომ იუვენტუსს ჯარიმის გადახდა დააკისრა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სასამართლომ ,,იუვენტუსის'' საქმეზე, რომელიც ფინანსურ თაღლითობას ეხება, განაჩენი გამოიტანა.
სასამართლომ გაითვალისწინა ტურინელთა მიერ დანაშაულის აღიარება და გუნდს ქულები აღარ დააკლო (საუბარი იყო 2-3 ქულის მოკლებაზე), თუმცა ჯარიმის სახით 718 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
რამდენიმე დღის წინ, იტალიის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით ,,იუვენტუსს” 10 ქულა დააკლდა. კლუბი დამნაშავედ ცნეს სატრანსფერო გადასახადების ხელოვნურად გაზრდაში.
სერია A-ს ბოლო ტურის წინ, ალეგრის გუნდს 59 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა.