Belive

Juvelive: "იუვენტუსი გოგლიჩიძეში 7 მილიონის გადახდას აპირებს"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური გამოცემა Juvelive ავრცელებს ინფორმაციას, რომ "იუვენტუსი" ქართველი ცენტრალური მცველით, საბა გოგლიჩიძით ინტერესდება. იუვენტუსი აპირებს სტრატეგია ააწყოს ახალგაზრდა ტალანტებზე, რათა დაცვის ხაზი, გრძელვადიან პერსპექტივაში, შეთამაშებული იყოს.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში გავრცელებულ სახელებს შორისაა 2004 წელს დაბადებული საბა გოგლიჩიძე, რომელიც სეზონს განსაკუთრებით პოზიტიურად იწყებს. საბამ აჩვენა სოლიდურობა და უმაღლეს ლიგასთან ადაპტაციის უნარი, მისი ეს თვისებები განსაკუთრებულ მიმზიდველობას იწვევს იუვენტუსში, რომელიც მასში 7 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.

"ემპოლისთან" შესაძლო გარიგება შორსმჭვრეტელ ინვესტიციას წარმოადგენს, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მოლაპარაკების დადასტურების შემთხვევაში, სავარაუდოდ, გოგლიჩიძე ტოსკანაში კიდევ ერთი სეზონით დარჩება, რაც ხელს შეუწყობს მის ზრდას და გამოცდილების დაგროვებას.

სხვა სტატიები