Belive

საქართველოსთან იამალის გარეშე? | ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების მწვრთნელებს შორის უთანხმოებაა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრებს შორის გარკვეული დაძაბულობა არსებობს, მიზეზი კი მსოფლიო ფეხბურთის ტალანტი, ლამინ იამალი გახლავთ. კონკრეტულად, "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მისი კოლეგა ლუის დე ლა ფუენტე ფურია როხას მატჩში 18 წლის ფეხბურთელის თამაშის გამო გააკრიტიკა. გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მის ესპანელ კოლეგას ლამინ იამალი თამაშში არ უნდა ჩაერთო, ვინაიდან მას ტრავმა აწუხებდა.

ჰანსი ფლიკისადმი ლუის დე ლა ფუენტეს პასუხი ასეთივე კატეგორიული არ გახლდათ, მაგრამ ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას ხელმძღვანელობას შორის დაძაბულობა ნამდვილად იგრძნობა. შედეგად, როგორც ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, ბარსელონა აქტიურად მუშაობს, რომ ფეხბურთელი ნაკრებში ოქტომბრის პერიოდის დროს არ გაუშვას. ბარსელონაში მიაჩნიათ, რომ იამალის მოედანზე დაბრუნებას მის ოპტიმალურ ფიზიკურ კონდიციებში ყოფნას არ გულისხმობს.

ესპანეთის ნაკრებმა ოქტომბრის თვეში ორი მატჩი უნდა გამართოს: 11 რიცხვში საქართველოს, ხოლო 14-ში ბულგარეთის პირისპირ. ჩვენს გუნდს ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვალენსიას რეგიონში, ალიკანტეს პროვინციაში მდებარე ელჩეში, მარტინეს ვალერო არენაზე უმასპინძლებს. შეხვედრა საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები