საქართველოს ნაკრების უდიდესი წინსვლა რეიტინგში - Elo Ratings-ის განახლებული მონაცემები
Football Meets Data-მ პლატფორმა X-ზე ევროპის 30 საუკეთესო ნაკრების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც Elo Ratings-ს ეყრდნობა.
Elo Ratings ეროვნული გუნდის 30-მატჩიან მონაკვეთს აფასებს და რეიტინგს სწორედ ამ შეხვედრებში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით აახლებს.
აშკარაა, რომ საქართველოს ნაკრების ბოლოდრონიდელი წარმატება ამ არაოფიციალურ მონაცემებზეც აისახა - დღეისთვის ჩვენი გუნდი ევროპაში მე-20, მსოფლიოში კი 31-ე ადგილს იკავებს.
საინტერესოა, რომ 3 წლის წინ, 2021 წლის 9 ოქტომბრისთვის, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, 1464 ქულა ჰქონდა, ახლა კი ჩვენს ანგარიშზე 1754 ქულაა (+290 ქულა ბოლო 3 წელიწადში).
ევროპის Top 30-ეულში საქართველოზე დაბლა პოლონეთი, ნორვეგია, ჩეხეთი, რუმინეთი, შოტლანდია, შვედეთი, სლოვაკეთი, უელსი, ალბანეთი და ფინეთი არიან.
ვილი სანიოლის გუნდი მომავალ შეხვედრას პარასკევს, 11 ოქტომბერს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.