საქართველოს ნაკრების საბოლოო განაცხადი ჩრდ. ირლანდიასთან მატჩისთვის
დღეს, ერთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდ. ირლანდიას უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
ეროვნულ გუნდში თავდაპირველად გამოძახებული 28 ფეხბურთელიდან დღევანდელი მატჩისთვის 23 მოთამაშე დარჩა.
ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, საბოლოო განაცხადში საბა საზონოვი, ნოდარ ლომინაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, საბა ლობჟანიძე და გიორგი აბუაშვილი ვერ მოხვდნენ.
საქართველოს ნაკრების სამატჩო განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), დავით კერესელიძე (დილა, საქართველო)
დაცვა: ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), საბა ხარებაშვილი (ბაშაქშეჰირი, თურქეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი)