საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი რეიტინგში ისევ დაქვეითდა
10 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2024 წელს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ისევ რეგრესია, ეროვნულმა ლიგამ 17 ადგილით დაიხია უკან. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 100 ეროვნული ჩემპიონატის რეიტინგი გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ეროვნულმა ლიგამ 53-ე ადგილიდან 70-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ახლა ჩვენს ჩემპიონატს უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ბელორუსი, ტუნისი, კოსოვო, ტანზანია, ტაილანდი და სხვა...
IFFHS-ის მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო შიდა ჩემპიონატი იტალიის სერია A გახდა, მეორე ადგილზე ესპანეთის ლა ლიგა, ხოლო მესამეზე ინგლისის პრემიერლიგაა.