Belive

,,საქართველოს ჩემპიონობა მინდა! ვწერ ინგლისიდან'' - რას წერენ გულშემატკივრები სოციალურ ქსელში

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრებმა პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და მერვედფინალში გავიდა.

სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების წარმატების შესახებ გამოქვეყნებულ პოსტებს მთელი მსოფლიოდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

  • ,,არ მიკვირს, რომ საქართველო გავიდა! შესანიშნავად თამაშობენ. სამწუხაროა, რომ პირველი მატჩი წააგეს, იქაც კარგად ითამაშეს.''

  • ,,რა მომენტია! საქართველომ ტურნირი როგორც აუტსაიდერმა დაიწყო და თურქეთთან პირველივე მატჩში დაამტკიცეს, როგორი ძლიერი და დასაფასებელი ძალაა. დღეს კი ეჭვგარეშეა, რომ პორტუგალიაზე უკეთესი გუნდი იყო. წინ საქართველო!''

  • ,,კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რატომ მოიგეს ჩვენი გულები! ისტორიული დღე საქართველოსთვის. გილოცავთ ამ გამარჯვებას!''

  • ,,დამსახურებული მოგება და შესანიშნავი მატჩი! პატივისცემა დაცვასა და უდიდეს მეკარეს, რომლებმაც პორტუგალიის ყველა შეტევა დაბლოკეს.''

  • ,,მთელი გუნდი შესანიშნავი იყო, მაგრამ ორმაგად შესანიშნავი იყო მეკარე, ალბათ, საუკეთესოა ამ ჩემპიონატზე. მთელი გულით ვისურვებდი საქართველოს ფინალში ხილვას და მათ გამარჯვებას. ვწერ ინგლისიდან...''

  • ,,საქართველომ ულამაზესი თამაში აჩვენა, ბოლო წუთამდე იბრძოლა და სტადიონზე მთელი გული დატოვა. გილოცავთ და საუკეთესოს გისურვებთ პოლონეთიდან!''

  • ,,შესაძლოა, პორტუგალია ფავორიტად განიხილებოდა, მაგრამ საქართველომ ევროპელების გულები კვლავ მოიგო. დაამტკიცეთ, რომ ევროპაზე ყოფნას იმსახურებიდთ. პატივისცემით დანიიდან!''

  • ,,საქართველო და თურქეთი მეზობელი ქვეყნები ვართ და ორივენი მერვედფინალში გავედით! გახარებული ვარ ქართველების გამო, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რონ ძალიან ძლიერი და მებრძოლი გუნდია. მიყვარხართ, მეზობლებო!''

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური გაიფორმა.

პლეი-ოფში ჩვენი გუნდის მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება, მატჩი კვირას, 30 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები