Belive

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

შვეიცარიაში, UEFA-ს სათაო ოფისში, ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა და საქართველოს 17 და 19-წლამდე ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გამოვლინდნენ (ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ციკლი).

19-წლამდელები, ივნისში, ახალი ფორმატის შესარჩევ ციკლში მიიღებენ მონაწილეობას. ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ. 

ზურაბ ხიზანიშვილის 19-წლამდელები, 3-გუნდიან ჯგუფში - მონტენეგროს და ისლანდიას დაუპირისპირდებიან. პირველი რაუნდის მატჩებს, 3-9 ივნისს საქართველო უმასპინძლებს.

ალექსანდრე კობახიძის 17-წლამდე (2009 წელს დაბადებულები) ნაკრები გაზაფხულზე სარეიტინგო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ხოლო გიორგი ჩიტაურის 16-წლამდელები (2010 წელს დაბადებულები), 2026 წლის შემოდგომაზე, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვებიან.

ალექსანდრე კობახიძის გუნდი (U17/2009) - უელსს, სან მარინოს და ანდორას შეხვდება. სარეიტინგო ტურნირის მატჩებს 11-17 აპრილს სან მარინო უმასპინძლებს. 

გიორგი ჩიტაურის გუნდი (U17/2010), 3-გუნდიან ჯგუფში - ყაზახეთს და ავსტრიას დაუპირისპირდება. შესარჩევი ციკლის მატჩებს 11-17 ნოემბერს, საქართველო უმასპინძლებს.