Belive

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ჩრდ. მაკედონიასთან მატჩისთვის ემზადება

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ვაჟთა ნაკრები, 15 ოქტომბერს, ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.

რამაზ სვანაძის გუნდი უკვე სამშობლოშია და ქუთაისში მატჩისთვის ემზადება. შეხვედრა, 20:00 საათზე დაიწყება.

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია ("დინამო თბილისი"), ლუკა ხარატიშვილი ("დინამო ბათუმი"), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის "შახტარი"), საბა ხვადაგიანი ("დინამო თბილისი"), ნიკოლოზ უგრეხელიძე ("დინამო თბილისი"), საბა მამაცაშვილი ("სირიუსი"), ზურაბ რუხაძე ("დილა გორი"), გიორგი მაისურაძე ("ჟიტომირი"), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის "ჩერნომორეცი").

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია ("რფს რიგა"), ოთარ მამაგეიშვილი ("იბერია 1999"), გიზი მამაგეიშვილი ("იბერია 1999"), ლევან ოსიყმაშვილი ("დინამო თბილისი"), ირაკლი იეგოიანი ("ვიტესი"), ლუკა გაგნიძე ("დინამო მოსკოვი"), ნოდარ ლომინაძე ("დილა გორი"), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი ("დინამო თბილისი"), გიორგი კვერნაძე ("ფროზინონე"), გიორგი აბუაშვილი ("კოლხეთი ფოთი 1913"), დავით გოცირიძე ("დინამო თბილისი").

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურის წინ, შვედეთი 17 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრები კი 16 ქულით მესამე ადგილს იკავებს. შვედეთი ბოლო ტურის მატჩს 14 ოქტომბერს, ჯგუფის ლიდერი ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები