U21 | პლეი-ოფში საქართველოს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ნაწილი დასრულდა და მასპინძელ სლოვაკეთს კიდევ 12 ნაკრები შეუერთდა.
დარჩენილი 3 საგზური, რომლისთვისაც 6 გუნდი იბრძვის, მიმდინარე წლის ნოემბერში გათამაშდება. პრეტენდენტებს შორის ადგილი დღეს გაინაღდა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმაც, რომელმაც ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა.
რამაზ სვანაძის გუნდის სავარაუდო მეტოქეები ხორვატია, ფინეთი, ჩეხეთი, ნორვეგია და ბელგია არიან - ნაკრებები, რომლებიც თავიანთ ჯგუფში ასევე მე-2 პოზიციაზე გავიდნენ.
3-მა საუკეთესო მეორეადგილოსანმა - საფრანგეთმა, ინგლისმა და პოლონეთმა, ევროპის ჩემპიონატის საგზური პირდაპირ გაიფორმა.
პლეი-ოფის წილისყრა ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვევა. მატჩები 11-19 ნოემბერსაა ჩანიშნული.