Belive

საქართველომ სომხეთი დაამარცხა | ქართველი ფეხბურთელების შეფასებები

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა. პირველი გოლი 33-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის გადაცემის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა, მალევე 37-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილმა გიორგი მიქაუტაძეზე უზუსტესი გადაცემა გააკეთა და ჟორჟმა სხვაობა ორამდე გაზარდა, საბოლოო ანგარიშიც გიორგი მიქაუტაძემ დააფიქსირა, მან გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემის შემდეგ 59-ე წუთზე მატჩის ბოლო გოლი გაიტანა.

გთავაზობთ თითოეული ქართველი ფეხბურთელის შეფასებას Sofascore-ს და Whoscored-ს მიხედვით:

  • გიორგი მამარდაშვილი - Sofascore: 8.0 / Whoscored: 7.9

  • საბა გოგლიჩიძე - Sofascore: 7.1 / Whoscored: 7.3

  • ლუკა ლოჩოშვილი - Sofascore: 6.9 / Whoscored: 7.0

  • ირაკლი აზაროვი - Sofascore: 7.6 / Whoscored: 7.8

  • ოთარ კაკაბაძე - Sofascore: 7.2 / Whoscored: 7.1

  • ნიკა კვეკვესკირი - Sofascore: 6.5 / Whoscored: 6.7

  • გიორგი ქოჩორაშვილი - Sofascore: 8.1 / Whoscored: 7.8

  • ოთარ კიტეიშვილი - Sofascore: 7.2 / Whoscored: 7.5

  • გიორგი ჩაკვეტაძე - Sofascore: 7.5 / Whoscored: 7.5

  • ზურიკო დავითაშვილი - Sofascore: 6.8 / Whoscored: 7.2

  • გიორგი მიქაუტაძე - Sofascore: 8.7 / Whoscored: 8.8

  • ბუდუ ზივზივაძე - Sofascore: 6.7 / Whoscored: 6.6

  • გიორგი წიტაიშვილი - Sofascore: 6.9 / Whoscored: 6.0

  • ანზორ მექვაბიშვილი - Sofascore: 6.7 / Whoscored: 6.2

  • ლაშა დვალი - Sofascore: 6.9 / Whoscored: 6.3

  • გიორგი გოჩოლეიშვილი - Sofascore: 6.7 / Whoscored: 6.4

პლეი-ოფის მომდევნო და გადამწყვეტი შეხვედრა 23 მარტს თბილისში გაიმართება, მატჩის დაწყების დრო 18:00 საათია.

სხვა სტატიები