საქართველო-უნგრეთის შეხვედრა დინამო არენაზე აღარ გაიმართება
9 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები საშინაო შეხვედრას დინამო არენაზე აღარ გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი უნგრეთს მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი 14 ნოემბერს 21:00 საათზე არის ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ნაკრებმა უნგრეთთან პირველი შეხვედრა 1:0 დათმო.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე გამართული 4 შეხვედრიდან ორი წააგო და ორი ფრედ ითამაშა. შესაბამისად, ჩვენმა გუნდმა პირველ ადგილზე გასვლის შანსი დაკარგა და ახლა ბრძოლა B დივიზიონში დარჩენისთვის მოგვიწევს.