Belive

"საქართველო ძალიან მზარდი გუნდია" - სილვინიო

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარიზში 2024/25 წლების სეზონის ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B დივიზიონში იყო, ჩვენ ნაკრების მეტოქეები ასე გამოიყურება: ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი, საქართველო.

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ ერთა ლიგის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

ყოველთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და მონაწილეობის მიღება ასეთ მნიშვნელოვან გათამაშებაში, როგორიც დღევანდელია. აქ ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი და ძლიერი გუნდია. არ ვართ ადვილ ჯგუფში, ეს რთული ჯგუფია. ყველა ნაკრები ყოველდღიურად ძალიან იზრდება. ცოტა ხნის წინ ჩეხეთის ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. საქართველოც ძალიან მზარდი გუნდია, ისევე როგორც უკრაინა. ეს არის ძლიერი, ფიზიკური და რთული, მაგრამ ლამაზი ჯგუფი. რთული შეჯიბრია, რადგან სამ თვეში უნდა ვითამაშოთ (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი). ეს არის კიდევ ერთი გამოწვევა ჩვენთვის, რომ დიდი ძალისხმევით ვითამაშოთ და ჩვენ ამას აუცილებლად შევეცდებით. ვფიქრობ, რომ ჯგუფში ყველა გუნდი თანაბარია. რთული ჯგუფია, მაგრამ ძალიან დაბალანსებული. - სილვინიო

სხვა სტატიები