,,საქართველო ძალიან ძლიერი გუნდია'' - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ, საქართველოსთან მატჩის წინ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,ვისაუბრე თუ არა შევჩენკოსთან მარცხის შემთხვევაში შესაძლო გათავისუფლებაზე? ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია. ეს ის კითხვაა, რომელიც მე კი არა, სხვას უნდა დაუსვათ. მე მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობ და სულ ეს არის. ახლა ჩემთვის სწორედ ხვალინდელი შეხვედრაა ყველაზე მნიშვნელოვანი.
საკადრო პრობლემები? ტრავმები ფეხბურთის ნაწილია. ზუბკოვი და ციგანკოვი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან, მეტოქემ კი ტრავმის გამო კვარაცხელია დაკარგა. მე დარწმუნებული ვარ იმ ფეხბურთელებში, რომლებიც მყავს.
რთულ მატჩს ველი, რადგან საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. მაგრამ ჩვენ ჩვენს მომზადებაზე ვართ კონცენტრირებულები. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება ხვალ.
რა თქმა უნდა, შედეგებმა გაგვაკვირვა. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ. სამწუხაროდ, ის, თუ როგორ ვთამაშობდით, საკმარისი არ იყო. საჭიროა ვიყოთ კონცენტრირებულები, რომ ეს მომენტი უკეთესობისკენ შევცვალოთ. ბიჭებს გამარჯვების ძალიან დიდი სურვილი აქვთ და ისინი ამას იმსახურებენ.'' - ანდრეა მალდერა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დასკვნითი, მე-6 ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ხვალ 23:45 საათზე დაიწყება. 5 ტურის შემდეგ, საქართველოს 2, უკრაინას კი 4 ქულა აქვს.