საქართველოსა და ბელგიის მატჩში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის დასწრების რეკორდი მოიხსნება
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსა და ბელგიის შეხვედრის ბილეთების 100%-ია გაყიდული.
,,დინამო არენა'' 54 ათას მაყურებელს იტევს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს, უდიდესი ალბათობით, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე დასწრების რეკორდი მოიხსნება.
ამ მომენტისთვის რეკორდი ბარსელონას ეკუთვნის - 1996 წელს, იტალიისა და ესპანეთის ფინალურ მატჩს, 35,500 მაყურებელი დაესწრო.
ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის პირველ ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 მოუგო და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ბელგია კი 1 ქულით მეორე ადგილს იკავებს. დღევანდელი შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.