41 887 - საქართველოსა და ბელგიის მატჩში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის დასწრების რეკორდი დამყარდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბელგიასთან ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშა.
,,დინამო არენაზე” გამართულ შეხვედრას ოფიციალური მონაცემებით 41 887 მაყურებელი დაესწრო, რაც ტურნირის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
აქამდე რეკორდი ბარსელონას ეკუთვნოდა – 1996 წელს, იტალიისა და ესპანეთის ფინალურ მატჩს, 35,500 მაყურებელი დაესწრო.
ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის 2 ტურის შემდეგ, საქართველოს 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.
რამაზ სვანაძის გუნდი მომავალ მატჩს სამშაბათს, 27 ივნისს, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.