Belive

საქართველოს თასზე მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს თასის მეოთხედფინალური წილისყრა შედგა. ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის ტურნირის წყვილები გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გამოავლინა. უკვე ცნობილია ის 2 გუნდი, რომელიც მეოთხედფინალში ითამაშებს, კიდევ 4 წყვილის შეხვედრები კი გასამართია.

გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

"გაგრა" - "დილა"  "სამგურალი" - "თელავი"  "საბურთალო"/"დინამო თბილისი" - "ტორპედო" "თბილისი სითი" - "ჩიხურა"/"ლოკომოტივი" 
დარჩენილი 2 მონაწილე 21 სექტემბერს გაირკვევა.

სხვა სტატიები