საქართველოს ქალთა ნაკრებს ისრაელელი სპეციალისტი გაწვრთნის
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საქართველოს ქალთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ეროვნულ გუნდს ირის ანტმანი უხელმძღვანელებს.
47 წლის სპეციალისტს ისრაელიდან 13-წლიანი სამწვრთნელო კარიერა აქვს. ანტმანი ხუთი წლის განმავლობაში ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, აგრეთვე ხელმძღვანელობდა ისრაელის 17 და 19 წლამდე გოგონათა ნაკრებებს.
ანტმანი ისრაელის ახალგაზრდულ საფეხბურთო აკადემიაში 7 წლის განმავლობაში გოგონათა ასაკობრივი გუნდების ხელმძღვანელი იყო. საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ისრაელის ნაკრებში მეკარის პოზიციაზე 13 წელი თამაშობდა და მისი ქვეყნის ნაკრების კაპიტანი იყო. ირის ანტმანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2024 წლის ბოლომდე იმუშავებს.
წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია