საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში კვიპროსს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
ირის ანტმანის გუნდმა მოგება თეონა ბაქრაძის მე-13 წუთზე გატანილი გოლით შეძლო.
ქართველმა ფეხბურთელებმა შესარჩევი ეტაპის ზედიზედ მე-2 შეხვედრაში იმარჯვეს (31 მაისს კვიპროსი სტუმრადაც დავამარცხეთ).
4 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან ბელარუსს 5 ქულით ჩამორჩება.