17 სექტემბერს ფიფას მსოფლიო რეიტინგი განახლდა. საქართველოს ნაკრებს აქ პატარა პროგრესი აქვს.
"ჯვაროსნები" მსოფლიო რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდნენ და 89-ე ადგილს იკავებენ.
სექტემბრის თვეში ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის C დივიზიონში გამოსვლა დაიწყო და ჯერ ესტონეთი - 1:0 დაამარცხა, შემდეგ კი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრე - 1:1 ითამაშა.
რაც შეეხება D ლიგის ნახევარფინალში ჩვენს მეტოქეს, ბელარუსი 87-ე პოზიციას იკავებს. პოტენციური მეტოქეები კოსოვოს და მაკედონიის ნაკრებები, შესაბამისად 116-ე და 66-ე პოზიციებს იკავებენ.