Belive

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები სექტემბრის თვეში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

აღნიშნული შეხვედრებისთვის, ახალგაზრდული ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელით დაკომპლექტებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც შემდეგნაირია:

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი).

მცველები: ივა გელაშვილი (სიონი ბოლნისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), დავით სამსონია (შუქურა ქობულეთი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ლევან ხარაბაძე (პაფოსი, კვიპროსი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ბექა ხარაიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ოთარ ფარულავა (გაგრა), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნიკა ხორხელი (სიონი ბოლნისი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (თელავი).

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კალენდარი სექტემბრის თვეში:

24 სექტემბერი - პორტუგალია V საქართველო

27 სექტემბერი - თურქეთი V საქართველო

სხვა სტატიები