Belive

საქართველო საბერძნეთის მატჩზე მაყურებელთა 33 პროცენტი დაიშვება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B-ჯგუფის შეხვედრაში, საქართველო საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩი 9 ოქტომბერს, ბათუმში გაიმართება. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსა და საბერძნეთის მატჩზე გულშემატკივართა 33% დაიშვება. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, რომ გულშემატკივართა 33% მატჩზე დასწრებას გარკვეული პირობებით შეძლებს.
"დაშვება მოხდება ერთი პირობით, მათ უნდა წარმოადგინონ ვაქციანციის დამადასტურებელი დოკუმენტი, 72-საათიანი ვალიდურობის პისიარ ტესტი, 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი ან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა", - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
საქართველოსა და საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი, 9 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება. ფოტო: gff.ge

სხვა სტატიები