საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ანტირეკორდი დააფიქსირა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2022 წლის მუნდიალის ფინალში, პირველი ტაიმის შემდეგ არგენტინა საფრანგეთის ნაკრებს 2:0 ამარცხებს.
პირველი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა, ხოლო მატჩის 36-ე წუთზე ანხელ დი მარიამ სხვაობა ორამდე გაზარდა.
საფრანგეთის ნაკრებმა კი საშინელი პირველი ტაიმი ჩაატარა, სადაც მათ არანაირი სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ. მეტიც, დიდიე დეშამმა პირველივე ტაიმში (2:0-ზე) 2 ცვლილება გააკეთა. ოლივიე ჟური და უსმან დემბელე მოედნიდან გაიყვანა, ხოლო მათ მაგივრად მარკუს ტურამი და კოლო მუანი შემოვიდნენ.
ფრანგებმა მუნდიალის ანტირეკორდი დააფიქსირეს - საფრანგეთის ნაკრები ისტორიაში პირველი ფინალისტია, რომელსაც პირველ ტაიმში კარისკენ 0 დარტყმა ჰქონდა.
Oh dear...#BBCWorldCup #FifaWorldCup pic.twitter.com/4NoQbgqy3h
— Match of the Day (@BBCMOTD) December 18, 2022