Belive

სანტოსში დაბრუნების შემდეგ, ნეიმარმა პირველი მატჩი ჩაატარა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა, ,,სანტოსში'' დაბრუნების შემდეგ, მშობლიურ გუნდთან ერთად, პირველ შეხვედრაში ითამაშა.

33 წლის ფეხბურთელი სან პაულუს შტატის ჩემპიონატში, ,,ბოტაფოგოსთან'' მატჩში (1:1), მოედანზე მეორე ტაიმის სტარტზევე გამოჩნდა.

ნეიმარმა Sofascore-სგან 7.4-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 64-ჯერ შეეხო, 15-დან 8 დუელი მოიგო, კარისკენ 7-ჯერ დაარტყა (ერთხელ კარში) და 29-დან 24 (83) ზუსტი გადაცემა გააკეთა. მისი 7 მცდელობიდან 3 დრიბლინგი წარმატებული იყო. 7.6 ქულით შეაფასა ბრაზიელის თამაში Flashscore-მა.

,,სანტოსი'' მომავალ შეხვედრას კვირას, 9 თებერვალს, ,,ნოვურიზონტინოს'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები