Belive

სანტი ხიმენესის ემოციური კომენტარი ლაციოსთან მატჩის შემდეგ

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, "ფეიენოორდმა" "ლაციო" 3:1 დაამარცხა. ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სანტი ხიმენესი გახლდათ, რომელმაც დუბლი გაიფორმა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ხიმენესმა ჟურნალისტებთან ემოციური კომენტარი გააკეთა და მშობლებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

ახლა აქ ვარ, კამერების წინ, მაგრამ აქ ყოფნას ყველაზე მეტად ჩემი მშობლები იმსახურებდნენ. ისინი გვერდში მიდგანან და ჯერ კიდევ ბავშვობიდან მიჭერენ მხარს. მათ ჩემი ოცნებების სჯეროდათ. უბრალოდ მინდა, რომ ჩემს ოჯახს მადლობა გადავუხადო. მომეცით საშუალება, რომ ვუთხრა: მე თქვენ მიყვარხართ. - სანტი ხიმენესი.

სხვა სტატიები