ვილი სანიოლი: "ბედნიერი ვარ გამარჯვებით და მეორე ტაიმში თამაშის ხარისხით..."
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ბულგარეთთან მატჩის შემდეგ ვეცადე, რომ ბევრი ფეხბურთელი არ შემეცვალა. იმ მატჩში ბევრი ფეხბურთელი გადაიღალა, თუმცა ვეცადე, რომ ძირეული ცვლილებები არ გამეკეთებინა. შესვენებაზე ვიცოდით, რომ რაღაცეები უნდა შეგვეცვალა და მოთამაშეებმა სტადიონზე დიდი სამუშაო შეასრულეს. ანგარიშით მოხარული ვარ, თუმცა თუ პირველ ტაიმს გავითვალისწინებთ 0:3 ძალიან მაგარი შედეგია. შესაბამისად, მეორე ტაიმით საკმაოდ კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, გამარჯვება კარგია, თუმცა წინ ბულგარეთთან მატჩია და ამაზე ფეხბურთელებს უკვე ვესაუბრე. მამარდაშვილი თავდაჯერებული იყო, მიხარია რომ მან თავისი შანსი შესანიშნავად გამოიყენა".საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 12 ივნისს, “დინამო არენაზე” ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.