სანიოლის ასისტენტი: "ლივერპულელებმა ჯერ არ იციან, რომ მამარდაშვილის ძალა მის ხასიათშია"
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გიორგი მამარდაშვილის განსაკუთრებული უნარების შესახებ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, დევიდ უებმა ისაუბრა. ის აცხადებს, რომ გიორგი ულაპარაკოდ არის "ლივერპულის" დონის მეკარე და ამ კლუბში ჯერ კიდევ არ იციან, თუ საიდან მოდის ქართველის ის ძალა, რასაც მინდორზე გვანახებს. უების ეს კომენტარი ინგლისურმა მედიამ გამოაქვეყნა.
გიორგი ულაპარაკოდ არის "ლივერპულის" დონის მეკარე. ის გამორჩეული ამღებია კარის ხაზზე და თავისი კვადრატის სრული მბრძანებელი. ის არამხოლოდ გაბარიტებითაა დიდი, არამედ ძალიან ძლიერი და სპორტულია.
მისი ასეთი თამაშის მთავარი განმაპირობებელი, რომელიც შესაძლოა ლივერპულის ქომაგებმა ჯერ კიდევ არ იციან, არის ის, რომ მამარდაშვილის ძალა მის ხასიათშია. მისი წარმატების უდიდესი ნაწილი სულის სიმტკიცესა და მენტალურ მდგრადობაზე მოდის. - განაცხადა დევიდ უებმა
გიორგი მამარდაშვილი ლივერპულმა ამ წლის ზაფხულში, "ვალენსიადან", 29 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა გიორგი კიდევ ერთი წლით, იჯარის წესით დარჩა ვალენსიაში და წითლებს მომავალ ზაფხულს შეუერთდება. არსებობს ვარაუდი, რომ ალისონი გუნდს დატოვებს, ამიტომ ქართველი მეკარე მერსისაიდელების ნომერ პირველ მეკარედ განიხილება.