Belive

სანიოლი: "ოლისე საუკეთესოა, თუ ის ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, ანუ რაღაც პრობლემაა"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა - ვილი სანიოლიმ, საფრანგეთის ნაკრების 1/16-ფინალური ეტაპის გამარჯვების შესახებ "Bild"-თან ისაუბრა.

49 წლის ფრანგმა ასევე ოლისეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან წელს ოქროს ბურთი უნდა მოიგოს.

"ოლისეზე ბევრი საუბარი საჭიროც კი არ არის. უბრალოდ უნდა დატკბეთ მოედანზე მისი ყოველი მოქმედებით. ოლისე მსოფლიოში საუკეთესოა, ყველა სხვა ფეხბურთელზე ბევრად წინ დგას. თუ წლის ბოლოს ის ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, ესე იგი ფეხბურთში რაღაც რიგზე ვერ არის. და იცით, რა მომწონს მასში განსაკუთრებით?

პირდაპირ რომ ვთქვათ, მას საერთოდ ფეხებზე ჰკიდია, თვითონ გაიტანს გოლს, საგოლე პასს შეასრულებს თუ არა. ხედავ, რომ ის საკუთარ თავზე საერთოდ არ ფიქრობს, არამედ ყოველთვის იმას ეძებს, რაც გუნდს გამოადგება.

ჩემი ყოფილი თანაგუნდელი ნაკრებში, ზინედინ ზიდანი, ზუსტად ასეთივე იყო. ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ კი, რომლებიც ბოლო 15 წლის განმავლობაში დომინირებდნენ მსოფლიო ფეხბურთში, ცოტა უფრო მეტად საკუთარი თავისთვის და თავიანთი სტატისტიკისთვის თამაშობენ.

რონალდუსა და მესის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ისინი დიდებულები არიან. მაგრამ ოლისე სუფთა გუნდური მოთამაშეა და არა ინდივიდუალისტი. როგორც იქნა, ჩვენს ბავშვებს ფანტასტიკური მისაბაძი მაგალითი გამოუჩნდათ. საფრანგეთში ყველა გულშემატკივარი, იქნება ის 5 წლის თუ ასის, სრულად ოლისეს ზურგს უმაგრებს. ჩვენ, ყოფილი პროფესიონალებიც, მასთან ას პროცენტით ვაიგივებთ თავს. ის ცალსახად ჩვენი ნომერ პირველია.“ - ვილი სანიოლი

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლი ცნობილი ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელია. მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 2000 წლის 15 ნოემბერს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა, სადაც საფრანგეთმა თურქეთის ნაკრებს 4-0 სძლია. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 2002 წლის მსოფლიოს, ევროპის 2004, მსოფლიოს 2006 და ევროპის 2008 წლის ჩემპიონატებში.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სანიოლმა სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი. 2011-2014 წლებში იყო საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი. 2013 წელს დაინიშნა საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად. 2014-2016 წლებში ბორდოს მთავარი მწვრთნელი.

2017 წელს ბაიერნის მწვრთნელის ასისტენტი. იმავე წლიდან, კარლო ანჩელოტის კლუბიდან წასვლის შემდეგ სანიოლი ბაიერნის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. 2021 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა.

სხვა სტატიები