სანდრო ალთუნაშვილის ვოლფსბერგერი ავსტრიის თასის გამარჯვებულია
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სანდრო ალთუნაშვილის "ვოლფსბერგერი" ავსტრიის თასის გამარჯვებული გახდა. ქართველის გუნდმა "ჰარტბერგი" 77-ე წუთზე ანგელო გატერმაიერის ერთადერთი გატანილი ბურთით დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიგო ავსტრიის თასი.
სანდრო ალთუნაშვილი სათადარიგოზე იყო და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
"ვოლფსბერგერი" ავსტრიის ჩემპიონატში 30 ქულით მე-3 ადგილზეა, ცხრილის ლიდერები 33-33 ქულით ოთარ კიტეიშილის გრაცის "შტურმი" და ვენის "ავსტრია" არიან.
სანდრო ალთუნაშვილს ყველა ტურნირის ეგიდით, მიმდინარე სეზონის 20 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 1 გოლის გატანა მოახერხა.