Belive

კიტეიშვილმა შტურმი წაგებისგან იხსნა - ქართველმა დუბლი შეასრულა

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში ვოლფსბერგერმა საკუთარ სტადიონზე შტურმი მიიღო და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. დიდებული მატჩი გამოუვიდა ოთარ კიტეიშვილს, რომელმაც საკუთარი გუნდი წაგებისგან პირადად იხსნა.

კიტეიშვილმა, ტრავმის გამო, წინა ტურის შეხვედრა გამოტოვა, ამიტომ დღევანდელი თამაში სათადარიგო სკამიდან დაიწყო. ის მოედანზე მაშინ შევიდა (67-ე წუთი), როცა მასპინძლები უკვე იგებდნენ 2:0-ს. ოთარმა თერთმეტმეტრიანი გაიტანა და ზუსტად 5 წუთში მეორე პენალტის დარტყმის შანსიც მიიღო - მეკარემ მოიგერია, თუმცა ბურთთან პირველი ისევ კიტეიშვილი აღმოჩნდა.

ოთარს, ავსტრიის ჩემპიონატში, 10 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. შტურმი მეორე ადგილზეა და ლიდერ ზალცბურგს 2 ქულით ჩამორჩება.