Belive

სან პაულუს ავტობუსიდან 80 კგ მარიხუანა ამოიღეს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოლივიურმა პოლიციამ, ბრაზილიური კლუბის, ნან პაულუს ავტობუსში, რომელიც გუნდს კოპა სუდამერიკანას მატჩისთვის უნდა მომსახურებოდა, 80 კილოგრამზე მეტი მარიხუანა იპოვა. ნარკოტიკებთან ბრძოლის უწყების ცნობით, დაკავებულია სამი პირი.

სან პაულუს სიმბოლიკით შემოსილი ავტობუსი, რომელსაც ბრაზილიური კლუბის ფეხბურთელები სანტა-კრუსში ყოფნისას უნდა გადაეყვანა, ადგილობრივმა პოლიციამ გაჩხრიკა. ბოლივიელმა სამართალდამცველებმა ტრანსპორტში მსხვილ ტვირთს მიაგნეს - ათობით შეკვრა მარიხუანას. სან პაულუ ბოლივიაში კოპა სუდამერიკანას მერვედფინალის პირველ შეხვედრაში, ბოლივართან სათამაშოდ იმყოფებოდა.

სატრანსპორტო კომპანია Cosmos-მა სასწრაფოდ სცადა კლუბის ამ სკანდალისგან დისტანცირება - "სან პაულუს გუნდს აღნიშნული ავტობუსით არ უმგზავრია, მათ სხვა ტრანსპორტი გამოეყოთ“ - აღნიშნულია კომპანიის წერილში. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია: „გვსურს დავაზუსტოთ, რომ სრული პასუხისმგებლობა ბოლივიელ მძღოლებს ეკისრებათ".

ბოლივარისა და სან პაულუს პირველი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.

სხვა სტატიები