Belive

სამტრედია ეროვნულ ლიგაში დარჩა | გარეჯი ეროვნულ ლიგა 2-ში გააგრძელებს ასპარეზობას

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ეროვნული ლიგის პლეიოფში საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე გარეჯი სამტრედიას დაუპირისპირდა. მასპინძლებმა შეხვედრის მოგება 3:1 მოახერხეს, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდნენ, რადგან პირველ მატჩში სამტრედიელებმა 4:1 მოიგეს და კახეთის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება სჭირდებოდა.

მატჩის მიმდინარეობას რაც შეეხება, სამტრედიამ ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა და ეს ზვიად ნაჭყებიამ მოახერხა. გარეჯმა თამაში მალევე შემოატრიალა, მე-14 წუთზე ჯერ უგრეხელიძემ გაათანაბრა, ხოლო 36-ე წუთზე ფონიავას გადაცემით გიორგი პაპუაშვილმა საგარეჯოს გუნდი წინ გაიყვანა. მეორე ტაიმის 47-ე წუთზე გარეჯის ფეხბურთელმა გიორგი ხარებაშვილმა მე-3 გოლიც გაიტანა და ეს ამ მატჩისთვის ბოლო გოლი აღმოჩნდა.

სამტრედია ეროვნულ ლიგაში დარჩა, გარეჯმა პირველი დივიზიონის საგზური ვერ მოიპოვა და ისევ ეროვნულ ლიგა 2-ში გააგრძელებს ასპარეზობას.

სხვა სტატიები