Belive

"სამსახურში წასვლა გიორგის მსგავსი ფეხბურთელების გამო მიხარია" - უოტფორდის მწვრთნელი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ "ბრენტფორდთან" ამხანაგურ შეხვედრაში ფრედ დასრულებული 1:1-ის შემდეგ მედიასთან ისაუბრა და გიორგი ჩაკვეტაძის ნიჭზე და ტალანტზე გაამახვილა ყურადღება:

სამსახურში წასვლა მსგავს ფეხბურთელებთან მუშაობის გამო მიხარია. ის ნამდვილი ტალანტია. მე არასდროს მქონია ბურთის ფლობის ისეთი უნარები როგორიც გიორგის აქვს.

მისი თამაშის სტილი და ბურთთან ურთიერთობა მიყვარს. ის კარგ ფორმაშია და ჩემი საქმეა მისი ასეთი ფორმის შენარჩუნება. - ტომ კლევერლი - "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი

"უოტფორდი" 10 აგვისტოს ჩემპიონშიპის სეზონს დაიწყებს, სადაც "მილუოლს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები