Belive

სამსაჯო კომიტეტი ჟოან ლაპორტას მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის სამსაჯო კომიტეტი ჟოან ლაპორტას მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

დღეს ,,ბარსელონას'' პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ,,რეალთან'' მატჩის ვიდეო და აუდიო ჩანაწერს მოითხოვს, რაც ლამინე იამალის ეპიზოდთანაა დაკავშირებული (იამალის დარტყმის შემდეგ, ბურთმა, შესაძლოა, რეალის კარის ხაზი გადაკვეთა).

როგორც მარკა წერს, მსაჯთა კომიტეტი მასალას არცერთ კლუბს არ გაუზიარებს, რადგან ეს წესი ვიდეოგამეორების შემოღების დღიდან მოქმედებს.

გარდა ამისა, კომიტეტი მიიჩნევს, რომ შეხვედრის მთავარმა მსაჯმა, სესარ სოტომ, სამუშაოს თავი კარგად გაართვა.

ლა ლიგის 32-ე ტურში მადრიდის ,,რეალმა'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, სატურნირო ცხრილს 81 ქულით ,,სამეფო გუნდი'' ლიდერობს, რომელიც მეორეადგილოსან ,,ბარსელონას'' 11 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები