Belive

სამხრეთ კორეამ ჩეხეთს აჯობა - A ჯგუფში ყველამ ითამაშა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მატჩიც მექსიკაში, 'აკრონ არენაზე' გაიმართა. სამხრეთ კორეის ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა და აზიელებმა გამარჯვების მოპოვება მოახერხეს (2:1). გამხსნელი ემოციური მატჩის შემდეგ, სადაც მოედნიდან 3 ფეხბურთელი გააძევეს (მექსიკა/სამხრეთ აფრიკაში), მეორე შეხვედრის პირველი ტაიმი მართლაც ძალიან მოსაწყენად გამოიყურებოდა, თუმცა მეორე ნახევარმა გაამართლა.

თანაბარი და უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ჩეხებმა მაღალ ბურთებზე თამაშის უპირატესობა გამოიყენეს და 59-ე წუთზე, ლადისლავ კრეიჩმა, პირდაპირ აუტიდან ჩაწოდებული ბურთი თავური დარტყმით გაიტანა.

კორეელებმა თამაში, თითქოს, ამ მომენტის შემდეგ დაიწყეს - 67-ზე ჯერ ჰვან ინ-ბუმმა გაათანაბრა (კან ინ-ლის გადაცემით), მე-80 წუთზე კი მოედანზე სონის ნაცვლად გამოსულმა ჰიონ-გიუმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

A ჯგუფში პირველ/მეორე ადგილებზე მექსიკა და სამხრეთ კორეა განლაგდნენ (3/3 ქულით), მესამე/მეოთხეზე კი ჩეხეთი და სამხრეთ აფრიკა არიან.

სხვა სტატიები