კოტ-დ'ივუარისთვის მუნდიალი დასრულდა. ნორვეგიას კი ბრაზილია ელის
დღეს მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი 1/16-ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ნორვეგიამ, კოტ-დ'ივუარი მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.
თამაშის დასაწყისში, აფრიკელები ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ და გარკვეული დროის განმავლობაში, პირველ ნომრადაც თამაშობდნენ. მაგრამ ამის მიუხედავად, ანგარიში მაინც ნორვეგიელებმა გახსნეს. შეხვედრის 39-ე წუთზე, ანტონიო ნუსამ, საკუთარი ნაკრები ულამაზესი გოლით დააწინაურა. აქედან მალევე კი, ნორვეგიელებს მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ჰოლანდის დარტყმული, კოტ-დ'ივუარელთა მცველმა, იბრაჰიმ სანგარემ დაბლოკა.
მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე, აფრიკელებს, ერთ შეტევაში, ორჯერ ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, მაგრამ ორივეჯერ ნორვეგიელებმა აჯობეს. პირველ ჯერზე, გელა დუეს დარტყმულს, ნორვეგიელთა მცველი, ტორბიორნ ჰეგემი გადაეღობა, ხოლო დამატებაზე, ნიკოლას პეპეს, ორიან ნიულანდმა აჯობა. ამის მიუხედვად, კოტ-დ'ივუარმა ანგარიში მაინც გაათანაბრა, როდესაც შეცვლაზე შემოსულმა ამად დიალომ, სოლო რეიდით, ულამაზესი გოლი გაიტანა.
მიუხედვად იმისა, რომ ახლოს ვიყავით დამატებით დროსთან, მატჩის 86-ე წუთზე, კოტ-დ'ივუარელთა საჯარიმოში პატრიკ ბერგის გადაცემის შემდეგ, ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა და საკუთარი ნაკრები კვლავ დააწინაურა. ჰოლანდისთვის ეს, ამ მუნდიალზე მეხუთე გოლი იყო. შეხვედრის ბოლო წუთზე, აფრიკელებმაც შექმენს სახიფათო მომენტი, როდესაც ამად დიალო მეტოქეს ჯარიმიდან ემუქრებოდა, მაგრამ იორნ ნიულანდმა, თავის მხრივ ბრწყინვალე სეივი შემოგვთავაზა.
ნორვეგიამ, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, პირველად მოიგო საპლეიოფო შეხვედრა. ამ გამარჯვებით, "ვიკინგები" მერვედფინალში გავიდნენ, სადაც ბრაზილიის წინააღმდეგ ცდიან ბედს.
💥🇳🇴 NORWAY FLY TO WORLD CUP ROUND OF 16, IVORY COAST ARE OUT! 🇨🇮
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 30, 2026
5 goals in 3 starts for Erling Haaland. 🧘🏼♂️
Who’s been your Man of the Match? pic.twitter.com/OxlnQhdjzI