Belive

სამხრეთ აფრიკამ მაროკო დაამარცხა - აფრიკის ერთა თასზე სენსაციები გრძელდება

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

აფრიკის ერთა თასის 1/8-ფინალში მაროკო სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა.

ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს მაროკოს ნაკრებს პირველ ტაიმში VAR-ზე გადამოწმების შემდეგ 33-ე წუთზე გოლი არ ჩაუთვალეს. მეორე ტაიმის 57-ე წუთზე სამხრეთ აფრიკის ფეხბურთელმა ევიდანს მაკგოპამ ანგარიში გახსნა, დაძაბული გამოდგა მატჩის დასასრული, 85-ე წუთზე მაროკოს სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, მაგრამ აშრაფ ჰაკიმიმ ეს რეალური შანსი ვერ გამოიყენა, 94-ე წუთზე სოფიან ამრაბატი მოედნიდან გააძევეს და 95-ე წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში 0:2 ტებოჰო მოკოენამ დააფიქსირა.

აფრიკის ერთა თასის 1/4-ფინალში სამხრეთ აფრიკა კაბო ვერდეს დაუპირისპირდება, შეხვედრა 4 თებერვალს გაიმართება.

სხვა სტატიები