Belive

'სამეფო კლუბში' ტრავმების ეპიდემიაა - რეალს სელტასთან 9 ფეხბურთელი დააკლდება

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

'სამეფო კლუბი' ლა ლიგის 27-ე ტურს უდიდესი დანაკლისით შეხვდება. მადრიდის რეალი სტუმრად სელტასთან ითამაშებს და ბარსელონასთან სხვაობის შემცირებას ეცდება.

თუმცა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა 'სამეფო კლუბის' ლაზარეთში - მათ სელტასთან მატჩისთვის 9 ფეხბურთელი დააკლდებათ, აქედან 3 მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, 6 ფეხბურთელი კი ტრავმირებულია.

  • დავიდ ალაბა (კუნთის დაზიანება)

  • ჯუდ ბელინგემი (ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება)

  • დანი სებალიოსი (კუნთის დაზიანება)

  • ედერ მილიტაო (ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება)

  • კილიან მბაპე (მუხლის დაზიანება)

  • როდრიგო (მუხლის კუნთების დაზიანება)

  • ალვარო კარერასი (დისკვალიფიკაცია)

  • დინ ჰუისენი (დისკვალიფიკაცია)

  • ფრანკო მასტატუანო (წითელი ბარათი - დისკვალიფიკაცია)

ეს იმ ფეხბურთელების სრული ჩამონათვალია, რომლებიც სელტასთან მატჩს ტრავმისა და დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ.

ასევე ესპანურ მედიაში იწერება, რომ თუ რეალი სელტას ვერ მოუგებს, დიდი შანსია, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი - ალვარო არბელოა კლუბიდან დაითხოვონ.

ასე და ამგვარად, 'სამეფო კლუბის' გულშემატკივრებს მთავარი კითხვა აწუხებთ - იქნებიან თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგისთვის მზად, სადაც მადრიდის რეალი მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება.

სელტა Vs. რეალის დაპირისპირება პარასკევს 6 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე შედგება.

სხვა სტატიები