Belive

სალია: ,,როცა გავიგე, რომ ჩემით ნიუკასლი დაინტერესდა, ვერ დავიჯერე''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,დინამო თბილისის'' თავდამსხმელთან, ვახტანგ სალიასთან, რომელიც მომავალი ზაფხულიდან ,,ნიუკასლში'' ითამაშებს, ინგლისური კლუბის ვებგვერდმა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა:

,,პირველად როცა გავიგე, რომ ჩემით ნიუკასლი დაინტერესდა, ვერ დავიჯერე. ეს ჩემთვის უდიდესი ამბავი იყო. ვესტუმრე სავარჯიშო მოედანს, აკადემიასა და სტადიონს, ეს საოცარია...

სენტ-ჯეიმს პარკზე თამაში ჩემი ოცნებაა და ვფიქრობ, ამაზე ყველა ოცნებობს. მამაჩემმა და ჩემმა აგენტმა მითხრეს, რომ აქ ორ ქართველს უთამაშია. თემურ ქეცბაიას ჯერჯერობით არ შევხვედრივარ, მაგრამ, იმედია, ამის საშუალება მომეცემა.

არამგონია, რომ თამაში მხოლოდ ერთ პოზიციაზე შემიძლია. უბრალოდ, შანსი მომეცით ვითამაშო და ამას დავამტკიცებ. ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი გამოწევაა. 1 წლის წინ, თბილისის დინამოში თამაში ჩემი ოცნება იყო, პირველი გოლის შემდეგ 2 დღე შოკში ვიყავი. თუმცა, ეს უფრო ბევრი გოლის გატანის მოტივაციად გამოვიყენე და როცა გავიგე, რომ ჩემით ნიუკასლი დაინტერესდა, მოტივაცია კიდევ უფრო გაიზარდა.

გულშემატკივრებს შეუძლიათ, ჩემი იმედი ჰქონდეთ! აქ ბევრად მეტს ვიმუშავებ.'' - ვახტანგ სალია

ვახტანგ სალიას ანგარიშზე ,,დინამო თბილისის'' ძირითადი გუნდის მაისურით ჩატარებულ 39 შეხვედრაში 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ახალგაზრდა ფორვარდს საქართველოს 17,19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშები.

სხვა სტატიები